ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ჩემი მეომარი ძმით ამაყი ვარ“ | მერაბი ილიასა და გეიჯის ჩხუბს გამოეხმაურა

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. „მანქანამ“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ელ მატადორით“ ამაყია.

„ამაყი ვარ ჩემი მეომარი ძმით. ვიცი, რომ ილია უფრო ძლიერი დაბრუნდება ვიდრე ოდესმე“, — დაწერა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იყო. მათი ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა. თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.

ღონისძიების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ილია საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, მას თვალის ორბიტალური ძვალი აქვს დაზიანებული. ამ მომენტისთვის, თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვა არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა