ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ამაყი ვარ ყველაფრით, რასაც აკეთებ“ - ალექსანდრე თოფურიამ ილია გაამხნევა

ალექსანდრე თოფურია უმცროსი ძმის, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბს გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკელმა „ელ მატადორი“ დაამარცხა და მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

„ამაყი ვარ ყველაფრით, რასაც აკეთებ და გააკეთე, ჩემო ძმაო. გამარჯვებაში თუ სწავლაში, ყოველთვის მადლიერი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჯასტინის ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა - თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს - ჯასტინ გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და მსუბუქი წონის ახალი აბსოლუტური ჩემპიონია.

გეიჯის კარიერაში ეს 28-ე გამარჯვებაა (5 მარცხი). იანვარში მან დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა, ახლა კი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება თოფურიას, მის კარიერაში ეს პირველი მარცხია. დღემდე „ელ მატადორმა“ 17-ვე გამართული ბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ - მახაჩევი ილიას მარცხზე
„ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ - მახაჩევი ილიას მარცხზე