ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 19 წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის (2026-27) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც თავისი მეტოქეების ვინაობა საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმაც გაიგო.

ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი B2 ჯგუფში იასპარეზებს, მისი მეტოქეები კი ბოსნია-ჰერცეგოვინა, დანია და სან-მარინო იქნებიან.

ფორმატის თანახმად, ჯგუფის გამარჯვებული A ლიგაში, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გახდება ცნობილი, მატჩები კი ფიფას სანაკრებო პაუზების პერიოდში უნდა გაიმართოს (21 სექტემბერი - 6 ოქტომბერი და 9-17 ნოემბერი).

ცნობისთვის, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა სამგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფში პირველ ადგილზე 4 ქულით ისლანდია გავიდა, მონტენეგრო 2 ქულით მეორეზე იყო, საქართველო კი 1 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U19: ვერო-2026-ის შესარჩევი - საქართველომ მონტენეგროსთან ფრედ ითამაშა
U19: ვერო-2026-ის შესარჩევი - საქართველომ მონტენეგროსთან ფრედ ითამაშა