8,5-წლიანი პატიმრობა | რაფა მირი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
„ელჩეს“ ფორვარდს, რაფა მირს სექსუალური ძალადობის საქმეზე 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასეთი გადაწყვეტილება ქალაქ ვალენსიის სასამართლომ მიიღო.
საქმეს მეორე ფიგურანტს, ასევე ფეხბურთელ პაბლო ხარას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა. რაფა მირმა დაზარალებულს 64 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
სასამართლომ გამოსცა ათწლიანი შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ფეხბურთელს დაზარალებულთან 500 მეტრით მიახლოებას უკრძალავს. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა რაფა მირის ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში რაფა მირი ორი ქალის მიმართ, 21 წლის ანდრეას და 25 წლის კარლას მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, დანაშაული ფეხბურთელის სახლში მოხდა, სადაც ანდრეა და კარლა ღამის კლუბიდან, რაფა მირთან ერთად მივიდნენ.
აქვე გეტყვით, რომ რაფა მირს „ვულვერჰემპტონში“, „ლას პალმასში“, „ნოტინგემში“, „უესკაში“, „სევილიაში“ და „ვალენსიაში“ უთამაშია. 2025-26 წლების სეზონში ის „ელჩეს“ ღირსებას იცავდა, სადაც 8 გოლით გამოიჩინა თავი.