ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„არასდროს იზეიმოთ სხვა ადამიანის მარცხი“ | ალი აბდელაზიზი ილიასა და გეიჯის ჩხუბზე

ჯასტინ გეიჯის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, ილია თოფურიასთან გამართულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. აბდელაზიზმა, რომელიც ისლამ მახაჩევის მენეჯერიცაა, X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორის“ მიმართ პატივისცემა გამოხატა.

„ეს სპორტი არავის არაფერს პატიობს. კონკრეტულ საღამოს შეიძლება ნებისმიერმა მებრძოლმა წააგოს. მჯეროდა, რომ გეიჯი გაიმარჯვებდა და ამ საღამოს ის უკეთესი იყო. მან ჩემპიონი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მიუხედავად ამისა, არასდროს იზეიმოთ სხვა ადამიანის წაგება. ილია თოფურია საოცარი ჩემპიონი, უდიდესი ტალანტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ორივე მათგანს პატივისცემა, რადგან ოქტაგონში შევიდნენ და მაქსიმუმი გაიღეს. ვულოცავ ჯასტინს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ილიას მომავალში“.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იყო. მათი ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა. თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა