იურგენ კლოპი, იულიან ნაგელსმანი, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„59 წლის ვხვდები, მაგრამ იდიოტი ვარ“ - კლოპმა ნაგელსმანს მოუბოდიშა

„დორტმუნდისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს „ბუნდესმანშაფტის“ კრიტიკის გამო ბოდიში მოუხადა.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გერმანული ტელეარხის ეთერში კლოპმა და თომას მიულერმა ნაგელსმანს ჯამალ მუსიალას სათადარიგოთა სკამზე დასმა და ძირითადში დენიზ უნდავის დაყენება ურჩიეს.

ნაგელსმანი კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლოპისა და მიულერის მიღწევების გათვალისწინებით, მათ აქვთ სრული უფლება, ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ.

კიურასაოს ნაკრებთან გერმანიის გამარჯვების შემდეგ (7:1) კლოპმა ნაგელსმანს ბოდიში პირადად მოუხადა.

„ერთი რამ უნდა გითხრათ. ჩვენ გუნდის არაოფიციალური ნაწილი ვართ და სრულად გიჭერთ მხარს. ის, რაც ტელეეთერში დაუფიქრებლად ვთქვი, საქმეს არანაირად არ უკავშირდება. მალე 59 წლის ვხვდები, მაგრამ ჯერ კიდევ იდიოტი ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ბოლომდე თქვენს მხარეს ვართ“, - განაცხადა კლოპმა, რის შემდეგაც ნაგელსმანმა მას და მიულერს ხელი ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
90-ე წუთზე დიალოს გოლით - კოტ დივუარმა ეკვადორი დაამარცხა
90-ე წუთზე დიალოს გოლით - კოტ დივუარმა ეკვადორი დაამარცხა