ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ახლა საავადმყოფოშია, ვაიძულე სკამზე დანებებულიყო“ | გეიჯი ილიაზე

ჯასტინ გეიჯიმ „UFC on Paramount+“-ის პირდაპირ ეთერში ილია თოფურიასთან გამართულ ჩხუბსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამერიკელმა მებრძოლმა ჩხუბი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„ოქტაგონზე გასვლამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იდეალური ჩხუბი როგორ ჩამეტარებინა და რა სტილში მებრძოლა, რათა ასეთი მეტოქე დამემარცხებინა. ის ძალიან სახიფათო მებრძოლია. ძლიერი ტკივილი მომაყენა. პირველი რაუნდი მოვიგე, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, მეორე რაუნდში კი ღვიძლი გამინადგურა. ჯიუ-ჯიცუზე ბევრი ვივარჯიშე და ეს დამეხმარა, ქაოსში სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ვიცოდი, რომ იდეალური უნდა ვყოფილიყავი და ბოლო შანსი იყო, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა.

ილიას საკუთარი გარეგნობა იმდენად აღელვებს, რომ როგორც კი სისხლი წამოუვიდა, ეგრევე მისი მოწმენდა დაიწყო. თუმცა, როგორც ვთქვი, ძალიან სახიფათო მებრძოლია. არ ვიცი, მისი დარტყმები როგორ ავიცილე. შემაბარბაცა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ემოციებს არ ავყოლოდი და ჩემი უნარების რწმენა არ დამეკარგა.

თოფურიას დიდი ფანი ვარ, მაგრამ აქედან სად წავა? გრძელი გზის გავლა მოუწევს, რათა მაღალ პოზიციას დაუბრუნდეს. მე არასდროს მქონია მისნაირი მენტალიტეტი. არასდროს მეგონა, რომ ჩემი დამარცხება შეუძლებელი იყო. ვიცოდი, რომ ჩემი სტილის გამო ნოკაუტში ჩავვარდებოდი.

არ მინდა, ილიაზე რამე ცუდი ვთქვა, ის ჩემპიონი იყო, თუმცა ახლა საავადმყოფოში იმყოფება, მე კი — არა, აქ ვარ. დაუყოვნებლივი რევანში თოფურიასთან? არ ვიცი. ვფიქრობ, დაუყოვნებლივი რევანში არ უნდა გაიმართოს, რადგან ვაიძულე, სკამზე ყოფნისას დანებებულიყო“.

შეგახსენებთ, რომ მეხუთე რაუნდის დაწყებამდე, როდესაც ილია სკამზე იჯდა, მისმა კუთხემ პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის შეწყვეტას ნიშნავს. თოფურია კარიერაში პირველად დამარცხდა, გეიჯიმ კი 28-ე გამარჯვება მოიპოვა. ამავე ღონისძიებაზე ალექს პერეირაც დამარცხდა, რომელსაც სირილ განმა მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია „მეტი აღარ“ თოფურია“ | ცარუკიანი ილიას წაგებას გამოეხმაურა
„ილია „მეტი აღარ“ თოფურია“ | ცარუკიანი ილიას წაგებას გამოეხმაურა