მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

როდის შედგება ტრილოგია? - იანს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს, პიოტრ იანს მორიგი ოპერაცია დასჭირდა. ამის შესახებ რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში დაწერა და საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, იანს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება. იანვარში რუსმა მებრძოლმა უკვე გადაიტანა ერთი ოპერაცია ზურგზე, რის გამოც რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშის შესაძლებლობას იყო მოკლებული.

ბოლო პერიოდში იანი სპორტდარბაზში გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მებრძოლმა ვარჯიშები განაახლა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მედიკოსების ჩარევას საჭიროებს.

ჯერჯერობით უცნობია, მორიგი ოპერაცია ისევ ზურგის ტრავმას უკავშირდება, თუ იანს რაიმე ახალი პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, დიდი ალბათობით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მისი და მერაბ დვალიშვილის მესამე ჩხუბი ვერ შედგება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში იანმა დვალიშვილს რევანში აუღო, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ამბობდა, რომ დამანოკაუტებდა?“ | კროუფორდი და პოლი ილიას წაგებაზე
„ეს ბიჭი ამბობდა, რომ დამანოკაუტებდა?“ | კროუფორდი და პოლი ილიას წაგებაზე