ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ალონსოს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს | The Athletic

„რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს.

სამეფო გუნდმა კვირას, ლა ლიგის მე-16 ტურში, სტუმრად „ალავესი“ დაამარცხა (2:1). როგორც The Athletic იუწყება, ამ გამარჯვებამ 44 წლის ბასკის ირგვლივ არსებული დაძაბულობის ხარისხი ოდნავ შეამცირა, თუმცა სხვადასხვა დონეზე, კლუბის ხელმძღვანელობის ჩათვლით, კვლავ არსებობს ეჭვები ჩაბის პროექტთან დაკავშირებით.

ოთხშაბათს „რეალი“ ესპანეთის თასის 1/16 ფინალში, მესამე ესპანური დივიზიონის აუტსაიდერ „ტალავერას“ დაუპირისპირდება. შესაძლო წარუმატებლობა ამ მატჩში კატასტროფად იქნება აღქმული და მას სერიოზული გადაწყვეტილებები მოჰყვება.

ამავდროულად, მადრიდის კლუბს ურჩევნია, ალონსო მწვრთნელად შეინარჩუნოს მანამ, სანამ შედეგები ამის საშუალებას მისცემს, მაგრამ ჩაბის შეცდომის დაშვების უფლება პრაქტიკულად არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ალონსომ სამეფო გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. მისი კონრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია