გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინი მატჩის MVP გახდა - ტენერიფე ტრაპანისთან დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლაგუნა ტენერიფემ ტრაპანის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 80:83 დამარცხდა.

თავდაპირველად გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგევლინა, თუმცა მსუყე სტატისტიკა მაინც შემოგვთავაზა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 17 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 13 ქულას, 9 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. გიორგი ამ შედეგით მატჩის MVP გახდა.

შერმადინმა 8-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 6 ჩააგდო. 1 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და ისიც ზუსტად.

ვეტერანმა კალათბურთელმა 9 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, 4 კი მეტოქის. ჯამში გიორგიმ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, შერმადინის გუნდი 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური დაფარებები და ჩატენვა | ბითაძის ორლანდომ NBA-ის თასზე მაიამის მოუგო
ეფექტური დაფარებები და ჩატენვა | ბითაძის ორლანდომ NBA-ის თასზე მაიამის მოუგო