გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

ქვილითაია მეცში გადადის | L’Equipe-ისა და Footmercato-ს ინფორმაცია

გიორგი ქვილითაია კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემების, L’Equipe-ისა და Footmercato-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ ითამაშებს, ხოლო კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.

L’Equipe-ის ცნობით, ქვილითაიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი მოაწერა. Footmercato-ს მიხედვით, გიორგი „მეცში“ სეზონის ბოლომდე დარჩება და თუ კლუბი დაქვეითებას გადაურჩა, უფლება ექნება, ქვილითაიასთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივოს.

ქვილითაია ბოლოს ლიმასოლის „არისის“ ღირსებას იცავდა და კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 შეხვედრაში გატანილი 8 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

32 წლის თავდამსხმელი გიორგი აბუაშვილსა და გიორგი წიტაიშვილს შეუერთდება. 20 ტურის შემდეგ ქართველების გუნდს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. „მეცი“ მე-16 ადგილს, რომელიც პლეიაუტს თამაშობს, ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 ქულა და 4 სამქულიანი | ბრწყინვალე მამუ და ტორონტოს გამარჯვება იუტასთან
20 ქულა და 4 სამქულიანი | ბრწყინვალე მამუ და ტორონტოს გამარჯვება იუტასთან