ბრუნო გიმარაეში
Aa
Aa

ბრუნო გიმარაეში შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს

„მანესტერ იუნაუტედს“ ბრუნო გიმარაეშის დამატება სურს. Reuters-ის ინფორმაციით, მანკუნიანელებმა „ნიუკასლის“ კაპიტნის ტრანსფერთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში უკვე წინ წაიწიეს.

გარიგების სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ევროა. „წითელ ეშმალებს“ მისი დამატება კაზემიროს შემცვლელად სურთ, რომელიც ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად 34 წლის ნახევარმცველმა გიმარაესი თავის იდეალურ მემკვიდრედ დაასახელა. კაზემირომ მისი გამოცდილება და ლიდერული თვისებები გამოარჩია.

გარიგება შესაძლოა „რეალის“ მხრიდან ბრუნოს მიმართ განახლებულმა ინტერესმა გაართულოს. მადრიდელები ეძებენ ფეხბურთელს, რომელიც ედუარდო კამავინგას წასვლის შემთხვევაში, ფრანგის შეცვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიმარაეშმა 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. ის „ნიუკასლის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.

გეტყვით ასევე, რომ 28 წლის ბრაზილიელის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 75 მილიონ ევროს შეადგენს, მისი კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო“ | რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე
„მის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო“ | რას წერს The Athletic კვარაცხელიაზე