უეინ რუნი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

„არ მესმის, რატომ არ უნდა დატოვონ კერიკი“ - რუნი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაიკლ კერიკი უნდა დარჩეს.

კერიკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად იანვარში დაინიშნა და მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა 9-დან 7 მატჩი მოიგო. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას ზაფხულში აპირებს, თუმცა რუნი მიიჩნევს, რომ კერიკმა თანამდებობის შენარჩუნება დაიმსახურა.

„100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ კერიკი სწორი კანდიდატია. ვიცოდი, რომ მისი დანიშვნის შემდეგ გუნდი ასე ითამაშებდა. მაიკლს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მისი ხასიათი და ძლიერი მხარეები.

გუნდს სიმშვიდე და ისეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, რომელიც კლუბს კარგად იცნობს. ფეხბურთელებს ზრუნვა და სიყვარული აკლდათ და ეს კერიკისგან მიიღეს. ახლა მოედანზე უფრო ერთიან გუნდს ვხედავთ და არ მესმის, რატომ უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია?“

ცნობისთვის, კერიკმა დაადასტურა, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების შემდეგ აღმასრულებელ დირექტორ ომარ ბერადას და საფეხბურთო დირექტორს ჯეისონ უილკოქსს ესაუბრა, თუმცა 44 წლის სპეციალისტი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ „ბორნმუთის“ წინააღმდეგ მატჩზე ფიქრობს.

აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის „მანჩესტერი“ 54 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sports: ჩელსი და მანჩესტერი კლოპთან კონტაქტებს უარყოფენ
Sky Sports: ჩელსი და მანჩესტერი კლოპთან კონტაქტებს უარყოფენ