ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

Sofascore-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | ზურიკოზე ფრანგულ პრესაში წერენ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და „ბასტიას“ დუბლი შეუსრულა. ქართველი ფეხბურთელის გამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა და Sofascore-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ზურიკოს აღიარებას ფრანგული პორტალი peuple-vert-ი გამოეხმაურა. სტატიის ავტორი დავითაშვილის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და 24 წლის გარემარბს „სენტ-ეტიენის“ შეტევის მთავარი იარაღი უწოდა.

„მონპელიესთან და ბულონთან შეხვედრებში გუნდის გადამრჩენელმა ზურიკო დავითაშვილმა იდეალურ მომენტში მორიგი დუბლი გაიფორმა. მომაკვდინებელი, ტექნიკურად ძლიერი და, რაც მთავარია, გადამწყვეტი დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ მთავარი დამრტყმელი იარაღი კიდევ ერთხელ იყო.

მიმდინარე სეზონში ის „მწვანეების“ საუკეთესო ბომბარდირია და ლიგა 2-შიც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ არაპროგნოზირებადია, მისი უნარი, მეტოქის მესამედში განსხვავება შექმნას, გუნდისთვის ძალიან ძვირფასია. ზურიკო შეუცვლელი ფიგურაა თუ „სენტ-ეტიენს“ უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების ამბიცია აქვს.“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენი ადგილი ჯოჯოხეთშია“ | ბრაის მიტჩელი ილიას პოსტს გამოეხმაურა
„შენი ადგილი ჯოჯოხეთშია“ | ბრაის მიტჩელი ილიას პოსტს გამოეხმაურა