„ასე ხშირად, რომ არ სიმულირებდეს, პენალტებს დაუნიშნავდნენ“ - ყოფილი არბიტრი
ესპანელმა ყოფილმა მსაჯმა პაველ ფერნანდესმა, ვინისიუსის წინააღმდეგ უხეშობებისთვის არდანიშვნული პენალტები ხშირ სიმულაციას დაუკავშირა.
„ვინისიუსი რომ ასე ხშირად არ სიმულირებდეს საჯარიმოში, ის უფრო ხშირად დაიმსახურებდა პენალტს. ეს ჩინეთშიც კი იციან: ვინისიუსი არის მოთამაშე, რომელიც მუდმივად პენალტს ეძებს.
სრულიად ბუნებრივია ეჭვის შეტანა, და მსაჯები, რომლებსაც შესანიშნავი მეხსიერება აქვთ, ეჭვით ეკიდებიან მოთამაშეებს, რომლებიც ნებით სიმულირებენ, რათა პენალტი გამოიმუშაონ.
სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვკარგავთ შესანიშნავ საფეხბურთო მომენტებს, საგოლე შანსებს, გატანილ გოლებს იმ მოთამაშეების გამო, რომლებიც ნებდებიან, წყვეტენ ბრძოლას კონკრეტულ ეპიზოდში, და ამის ნაცვლად, პირველივე შესაძლებლობისას ცდილობენ პენალტის მონადირებას,“
– თქვა ფერნანდესმა.
„რეალმა“ კვირას ლა ლიგის მე-16 ტურში სტუმრად „ალავესი“ (2:1) დაამარცხა. ამ შეხვედრაში მადრიდელთა სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა, როცა ვინისიუსი მეტოქის საჯარიმოში ფეხში ჩარტყმის შემდეგ დაეცა. შეხვედრას ვიქტორ გარსია ვერდურა ემსახურებოდა.