ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

პიოლტლი ტრავმირებულია - კარგი შანსი მამუკელაშვილს

როგორც მოგეხსენებათ, სანდრო მამუკელაშვილი ახალი სეზონიდან ტორონტოს ღირსებას იცავს.

სამწუხაროდ, რეპტორსმა სეზონი ცუდად დაიწყო, ამას კი ძირითადი შემადგენლობის წევრის იაკობ პიოლტლის ტრავმა დაემატა.

ტორონტოს ცენტრმა ზურგის არეში ტკივილი სან ანტონიოსთან მატჩის დროს იგრძნო. აღნიშნული ფაქტი კი ქართველი გულშემატკივრებისთვის შესაძლოა სასიამოვნო იყოს.

პიოლტლის ტრავმის ფონზე, მაღალი ალბათობით შემდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილი მოგვევლინება. რეპტორსი შემდეგ შეხვედრას ჰიუსტონის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტორონტომ 4 მატჩიდან 3 წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, მისი საშუალო სტატისტიკა 17.9 წუთი, 9 ქულა, 2 მოხსნა და 2.3 პასი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო