გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 3 ქულა - ორლანდო ჩიკაგოსთან დამარცხდა

როგორც მოგეხსენებათ, NBA-ს რეგულარული სეზონი დაიწყო და გოგა ბითაძე საქმეში ჩაერთო. სამწუხაროდ, ორლანდო ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა. „მეჯიქმა“ ჩიკაგო ბულსსს უმასპინძლა და 98:110 წააგო.

გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში მან 3 ქულას, 9 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას ბითაძემ ერთხელ ისროლა 2-ქულაინი და ჩააგდო. 2 საჯარიმო ტყორცნიდან 1 გამოიყენა, ხოლო 3-ქულიანი არ უსვრია.

9 მოხსნიდან 7 საკუთარ ფაზე შეასრულა, 2 კი მეტოქის. ჯამში კი მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

ორლანდოს 24 ქულით, 10 მოხსნით და 1 პასით პაოლო ბანჩერომ ულიდერა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შემდეგ ტურში, „მეჯიქი“ ფილადელფიას ესტუმრება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ უნიკახა გაანადგურა
შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ უნიკახა გაანადგურა