შენგელიას 7 ქულა - ბარსელონამ ბრეოგანს მოუგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონამ ბრეოგანს უმასპინძლა და მარტივად 100:85 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 20 წუთი და 58 წამი დაყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა არასრულ 21 წუთში 7 ქულას, 2 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ 2-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, თუმცა უშედეგოდ. ოთხი 2-ქულიანიდან კი 3 ჩააგდო. ორი საჯარიმო ტყორცნიდან ზუსტი 1 აღმოჩნდა.
თორნიკემ ორი მოხსნიდან ორივე მეტოქის ფარზე შეასრულა და ჯამში 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, ბარსელონას 2 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.