გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

გოგას და მამუს სუსტი მატჩები - ორლანდო და ტორონტო დამარცხდნენ

NBA-ს რეგულარული სეზონის პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორეში ქართველ კალათბურთელებს ნაკლებად შედეგიანი მატჩები ჰქონდათ. თანაც, ის გუნდები, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი იცავენ, ამჯერად დამარცხდნენ და სიტუაციის გამოსწორებაში მათ ვერც საქართველოს ნაკრების მოთამაშეები დაეხმარნენ.

სანდრო მამუკელაშვილს ყოფილ გუნდთან, „მილუოკისთან“ მოუწია დაპირისპირება და „ტორონტო“ „ბაქსისთან“ 6-ქულიანი სხვაობით, 116:122 დამარცხდა. „მამუმ“ პარკეტზე გატარებულ 16 წუთში საშუალო დისტანციიდან ერთადერთი ბურთი, საჯარიმოს ხაზიდან კი ორიდან ორივე ჩააგდო. გარდა ამისა მის ანგარიშზე 3 მოხსნა, 1 ასისტი და 3 პერსონალური ჯარიმაა.

„ორლანდო“ საკუთარ დარბაზში „ატლანტასთან“ 4-ქულიანი სხვაობით, 107:111 დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძემ 17 წუთში 3 ქულას, 5 მოხსნასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ ერთხელ საჯარიმოს ხაზიდან და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

მომდევნო შეხვედრას „ტორონტო“ სტუმრად „დალასთან“ (27 ოქტომბერი, 03:30 წუთი), ხოლო „ორლანდო“ საკუთარ დარბაზში „ჩიკაგოსთან“ (26 ოქტომბერი, 03:00 საათი) ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა უშანსოდ დამარცხდა | შენგელიას 13 ქულა ჰქონდა
ბარსელონა უშანსოდ დამარცხდა | შენგელიას 13 ქულა ჰქონდა