ქოჩორაშვილის 90 წუთი - სპორტინგმა პორტუგალიის თასზე გაიმარჯვა
პორტუგალიის თასის ¼-ფინალში სპორტინგმა ალვერკას უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაყო და გუნდის შეტევებს ხშირად იწყებდა. არც მოტყუებაზე წასვლას ერიდებოდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა.
ლისაბონელთა მხრიდან გოლები ქუენდამ(2), ბლოპამ(2), და იონადისმა გაიტანეს. სტუმართა გუნდიდან ერთადერთი პრესტიჟის გოლი სანდრო ლიმამ გაიტანა.
პორტუგალიის თასის ნახევარფინალში სპორტინგი პორტუსა და ვიტორია გიმარაეშს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 11-ჯერ მოირგო და მის აქტივში ერთი საგოლე გადაცემაა.