ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი არ ითამაშებს? - კრისტალ პალასთან ვუდმანს ელიან

EFL Cup-ის 1/8-ფინალში ლივერპული კრისტალ პალასს უმასპინძლებს. არის ალბათობა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილი არ ითამაშებს.

როტაციის გამო, არნე სლოტი შესაძლოა გუნდის მესამე მეკარის ფრედი ვუდმანს ენდოს, რომელმაც ლივერპულის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.

 

ვუდმანი:

„როცა ლივერპულთან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი ვფიქრობდი, რომ თუ ერთ მატჩში მაინც შევძლებდი მონაწილეობის მიღებას ეს ახდენილი ოცნება იქნებოდა. ვიმედოვნებ, ეს ოთხშაბათს მოხდება. გპირდებით, მაქსიმალურად დავიხარჯები. კარიერის უმეტესი ნაწილი ჩემპიონშიფში გავატარე და წარმოიდგინეთ რამხელა მოვლენა იქნება ჩემთვის ლივერპულში დებიუტი.“

 

 

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სწორედ EFL Cup-ზე შედგა, რა დროსაც ალისონი ტრავმირებული არ იყო და ქართველი მეკარე როტაციის პრინციპით მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. მსგავსი სიტუცია გახლავთ ვუდმანის შემთხვევაში.

ცნობისთვის, ლივერპულისა და კრისტალ პალასის დაპირისპირება 29 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვცდილობთ, ფეხბურთელების დრო სწორად ვმართოთ“ - ენრიკე ლორიენთან მატჩის წინ
„ვცდილობთ, ფეხბურთელების დრო სწორად ვმართოთ“ - ენრიკე ლორიენთან მატჩის წინ