სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. „მილუოკი ბაქსის“ შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა და 129:139 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 21 წუთი და 44 წამი გაატარა. სანდრომ მიმდინარე რეგულარულ სეზონში „ტორონტოს“ მაისურით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 16 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა იყო. „მამუმ“ 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და საჯარიმო ხაზიდან უშეცდომო იყო – 3-დან 3 ჯარიმა.

„რეპტორსის“ რიგებში სანდროზე მეტი ქულა სკოტი ბარნსმა და ბრენდონ ინგრემმა მიითვალეს. ბარნსს 33 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო ინგრემმა 22 ქულა გააკეთა. სანდროს მსგავსად, არ ჯეი ბარეტსაც 16 ქულა ჰქონდა. „დალასის“ რიგებში საუკეთესო ენტონი დევისი იყო – 25 ქულა და 10 მოხსნა. დიანჯელო რასელმა მატჩი 24 ქულით დაასრულა, ხოლო კუპერ ფლაგმა 22 ქულა მოაგროვა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის „ტორონტოს“ 1 მოგება და 2 წაგება აქვს. „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი 28 ოქტომბერს „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ელის. სანდროს რაც შეეხება, პირველ და მეორე შეხვედრაში მას 4 და 7 ქულა ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო
3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო