„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, საქართველოს ნაკრების მცველი, საბა საზონოვი „ტორინოდან“ ესპანურ „ხეტაფეში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ტრანსფერი ბოლო წამებში ჩაიშალა.
ამასთან დაკავშირებით იტალიურ მედიასთან საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა ისაუბრა და ტრანსფერის ჩაშლის მიზეზიც გაამხილა.
რას ამბობს საბა საზონოვის მამა:
„დიახ, ესპანელებისგან შეთავაზება მივიღეთ და ყველაფერზე შევთანხმდით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისი „ხეტაფეში“ გადასვლა ჩაიშალა, ის იყო, რომ „ტორინომ“ არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიყვანა.“
გავრცელებული ინფორმაციით, საბა საზონოვი „ხეტაფეში“ 1-წლიანი იჯარით უნდა გადასულიყო, მაგრამ მინიმუმ დეკემბრის ბოლომდე ქართველ მცველს კვლავ იტალიაში დარჩენა მოუწევს. რამდენიმე ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ამ დრომდე გახსნილია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი დამების მსურველის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზონოვმა ტურინული გუნდი სექტემბერში დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. 2023/24 წლის სეზონი საბამ ტურინში გაატარა, 2024/25 წლების სეზონში კი ის „ემპოლიში“ გაანათხოვრეს, სადაც ჯვარედინი მყესები გაუწყდა და პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა.