ჰამბურგი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„ნიღაბს კარგად შეეჩვია“ - გოჩოლეიშვილი დღეს დაბრუნდება?

დღეს საღამოს, გერმანიის თასის 1/8 ფინალში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ სტუმრად ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, „ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, მერლინ პოლზინმა ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გოჩოლეიშვილი ჰაიდენჰაიმში გუნდთან ერთად გაემგზავრება, თუმცა მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას, ეს ჯერჯერობით, უცნობია.

რას ამბობს პოლზინი:

„ნიღაბი კარგად მოერგო და ასე ვარჯიშს მიეჩვია. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ ჩაივლის მგზავრობა და ღამე.“

„ჰამბურგის“ მწვრთნელის თქმით, საჭიროების შემთხვევაში გიორგი გოჩოლეიშვილის ნიღბის გარეშეც შეუძლია თამაში, თუმცა ამ შემთხვევაში, ქართველ ფეხბურთელის თამაში დამატებითი რისკი იქნება, რომ გოჩოლეიშვილს სახის არეში მიღებული დაზიანება გაურთულდეს.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, 31 წლის შემტევი ბუნდესლიგის გასულ ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

„ჰაიდენჰაიმისა“ და „ჰამბურგის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე