ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მისი და ჩარლზის ორთაბრძოლას ვუყურე და...“ | რა თქვა მახაჩევმა თოფურიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, ESPN-ს ინტერვიუ მისცა. რუსმა მებრძოლმა ილია თოფურიაზეც ისაუბრა და „ელ მატადორისა“ და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი გაიხსენა.

„ილია კარგი მებრძოლია. მისი და ჩარლზის ორთაბრძოლას ვუყურე და ნამდვილად კარგი მებრძოლია. ოლივეირა ისეთი მეტოქეა, რომელსაც ან დააფინიშებ, ან თავად დაგაფინიშებს. ჩარლზი სახიფათო და ძლიერი მებრძოლია.

არ ვიცი, ილიას მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. რაც შეეხება ჩვენს ორთაბრძოლას — პირადად მე კარგი ჩხუბები მელოდება და ვიცი, რომ თოფურიაც მალე დაბრუნდება. ვნახოთ, რა მოხდება. მას სურს, თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბოს, და მეც მინდა იქ გამოვიდე.

არის თუ არა ილიასთან ჩხუბი ჩემთვის ყველაზე მასშტაბური მოვლენა? ვფიქრობ, MMA-ის გულშემატკივრებისთვის ეს მართლაც დიდი მოვლენაა. ხალხს სურს, ეს ჩხუბი ნახოს, და თუ UFC მოისურვებს, შეგვიძლია ოქტაგონში შევხვდეთ.

თოფურიასთან ორთაბრძოლა ქვესაშუალო წონით დივიზიონში? თუ ის აქ ამოვა, ჩემთვის უკეთესი იქნება. მსუბუქ წონით დივიზიონში ჩასვლა და წონის დაფიქსირება გამიჭირდება. დენა უაითს ამის სანაცვლოდ დიდი ფულის გადახდა მოუწევს. ვნახოთ, რა მოხდება.“

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი თბილისის დროით 16 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე