ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ზიდანმა შესაძლოა იუვენტუსი ჩაიბაროს - Fichajes

ზინედინ ზიდანს, შესაძლოა ტურინის „იუვენტუსი“ ჩააბარონ. ამის შესახებ Fichajes-ი იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, 53 წლის ფრანგი სპეციალისტი იგორ ტუდორის გადადგომის შემდეგ, იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტია.

ამჟამად გუნდის მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მასიმო ბრამბილაა, რომელიც გუნდს „უდინეზესთან“ მატჩისთვის მოამზადებს.

შეგახსენებთ, რომ მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ზინედინ ზიდანი მხოლოდ ერთ კლუბში მუშაობდა – მადრიდის „რეალში“, რომელიც მან 2021 წელს დატოვა.

სამეფო გუნდათა ერთად, მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ხოლო ესპანეთის სუპერ თასი 2-ჯერ მოიგო. ცნობისათვის, ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ერთ კლუბს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა