დომინანტურად - ასტონ ვილამ ფრაიბურგი დაამარცხა და ევროპა ლიგის ჩემპიონია
სტამბოლში „ბეშიქთაშის“ სტადიონზე ევროპა ლიგის ფინალში „ასტონ ვილა“ „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
ბევრი ელოდა, რომ თანაბარ, დაძაბულ ბრძოლას ვიხილავდით, თუმცა უნაი ემერის გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და შეხვედრაში ინტრიგა არბიტრის საფინალო სასტვენამდე საკმაოდ ადრე მოკლა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. 41-ე წუთზე იური ტილემანსმა გახსნა, რომელმაც კრეატიულად გათამაშებული კუთხური ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა.
გასახდელში გასვლის წინ, ემილიანო ბუენდიამ „ფრაიბურგს“ მეორე გოლი შედევრი გაუტანა და თავის გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა.
მეორე ნახევარი ფორმალობა იყო. 58-ე წუთზე მორგან როჯერსმა მესამეც გაიტანა. კიდევ იყო მომენტები, ძირითადად „ასტონ ვილას“ მონაწილეობით, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.
უნარი ემერიმ კარიერაში მეოთხედ შეძლო ევროპა ლიგის მოგება: 2-ჯერ „სევილიასთან“ ერთად, ერთხელ „ვილიარეალთან“ ერთად და ამჯერად „ასტონ ვილასთან“ ერთად, რომელმაც 44 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ევროტურნირის მოგება.