ტალახაძე ბრუნდება? - ლეგენდა შესაძლოა, ლოს ანჯელესში ვიხილოთ
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ შესაძლოა, 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე იასპარეზოს.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, რომელშიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 220 კილოგრამით ვარჯიშობს. ვიდეო მერაბ ბასილაიას აქვს ატვირთული, რომელსაც ასერია - LA 2028 (Los Angeles 2028).
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ კარიერა 2024 წელს, პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაასრულა, სადაც მან ზედიზედ მესამედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება. ლოს ანჯელესში ოლიმპიური თამაშები 14 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით გაიმართება.