„მერაბს რომ უთხრან ხვალ იჩხუბეო, პრობლემა არ ექნება“ | ჯონ ვუდის კომენტარი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა Home of Fight-თან ქართველ მებრძოლზე ისაუბრა. ვუდმა დაადასტურა, რომ „მანქანის“ მომდევნო მეტოქე პიოტრ იანი იქნება და მერაბი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას შეეცდება.
„მერაბთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში ვართ. ის არის მებრძოლი, რომელიც მზადაა, ხვალვე იჩხუბოს. რომ დაურეკონ და უთხრან, ამა და ამ ღონისძიებისთვის გვჭირდებიო, არანაირი პრობლემა არ ექნება და იჩხუბებს.
მას არ აინტერესებს, ცხვირი აქვს გატეხილი თუ სიარული არ შეუძლია. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ნამდვილი მებრძოლია და ნებისმიერ დროს მზადაა, იჩხუბოს. გვითხრეს, რომ იანთან გვექნება ბრძოლა. რაც არ ვიცით, ისაა, ჩხუბი როდის და სად გაიმართება. იმედი გვაქვს, აგვისტოში დაგვინიშნავენ. მერაბი მზადაა და უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შემდეგაც რუსმა მებრძოლმა ოპერაცია გაიკეთა. „მანქანამ“ თავად რამდენჯერმე აღნიშნა, რომ UFC რემატჩს დაჰპირდა, რასაც ვუდის სიტყვებიც ადასტურებს.