თოფურია: ცარუკიანი მანქანებს რუსეთში გადასაყიდად ყიდულობს
„არმან ცარუკიანი მდიდარი ოჯახიდან არ არის და ძვირადღირებულ მანქანებს მხოლოდ იმისთვის ყიდულობს, რომ შემდეგ რუსეთში გადაყიდოს“ - ამაში დარწმუნებულია UFC-ის მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ილია თოფურია.
„მას პატარა ბავშვის აზროვნება აქვს. ის ინფანტილური ბიჭია, რომელიც მდიდარ ბიჭს თამაშობს, მაგრამ არც ის და არც მამამისი მდიდარი ხალხი არ არიან. მე უამრავ მდიდარ ადამიანს ვიცნობ და ის არცერთ მათგანს არ ჰგავს. ის როლს თამაშობს და აქ ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს, რათა გადასაყიდად რუსეთში გააგზავნოს. ის ახლოსაც კი არ არის სიმდიდრესთან - ჩვეულებრივი ლუზერია“,
- განაცხადა „ელ მატადორმა“ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში.
ილია თოფურია ოქტაგონს 14 ივნისს, თეთრ სახლში გასამართ UFC-ის სადღესასწაულო ტურნირზე დაუბრუნდება, რომლის მთავარ მოვლენაშიც ჯასტინ გეიჯისთან გამაერთიანებელ ბრძოლას ჩაატარებს. მსუბუქი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერი, არმან ცარუკიანი კი სატიტულო დაპირისპირებას დააზღვევს.