ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ილია ფავორიტია“ - ორლოვსკის პროგნოზი თეთრი სახლის მთავარ ბრძოლებზე

UFC-ის ტიტულის ყოფილმა მფლობელმა და მძიმე წონაში BKFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ანდრეი ორლოვსკიმ, თეთრ სახლში 14 ივნისს გასამართი UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის მთავარი ბრძოლების შესახებ თავისი მოსაზრება გააზიარა.

კერძოდ, „პიტბული“ მიიჩნევს, რომ სირილ განი მარტივად დაამარცხებს ალექს პერეირას და ორგანიზაციის დროებითი ჩემპიონი გახდება მძიმე წონაში. მსუბუქ წონაში კი ფავორიტად ილია თოფურიას თვლის.

„მე მგონია, რომ სირილ განი გაიმარჯვებს და, წესით, ალბათ, ეს მისთვის საკმაოდ მარტივი ბრძოლა იქნება. რადგან ის მუდმივად ფეხებზე იმოძრავებს წინ და უკან – ვფიქრობ, ის მოიგებს და მთელი ბრძოლა დგომში წარიმართება.

რაც შეეხება ილიასა და ჯასტინის დაპირისპირებას, ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თოფურია მოიგებს“,

- განაცხადა ორლოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები