ხელის მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა | რონდა როუზის წარმატებული დაბრუნება
Netflix-ზე MMA-ს პირველი ტურნირი შედგა, კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში Netflix-მა და ჯეიკ პოლის Most Valuable Promotions-მა (MVP) ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიების მთავარი ბრძოლა რონდა როუზისა და ჯინა კარანოს დაპირისპირება იყო. რონდამ, რომელიც MMA-ში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, კარანო17 წამში ხელის მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
44 წლის კარანო 17 წლის შემდეგ დაბრუნდა, მის ანგარიშზე 9 ბრძოლიდან 7 გამარჯვება და 2 მარცხია. დღევანდელ ბრძოლამდე ბოლოს 2009 წლის 15 აგვისტოს იჩხუბა, კრის კიბორგმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
39 წლის რონდა როუზის ბოლო ჩხუბი 2016 დეკემბრით თარიღდებოდა, როდესაც ის პირველ რაუნდში ამანდა ნუნიესთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. MMA-ში როუზის ანგარიშზე 13 მოგება და 2 მარცხია.
რონდა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ფლობდა, ამ პერიოდში ქამარი 6-ჯერ დაიცვა. ამასთანავე, როუზი ძიუდოში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი (70 კგ) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია (2007).