სირილ განი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ასეთები ყველა ბრძოლაში ხდება“ - განს ასპინალის არ ესმის

რამდენიმე თვის წინ UFC-ის მძიმე წონით კატეგორიაში ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის საჩემპიონო ორთაბრძოლის შედეგი ბათილად გამოცხადდა - მიზეზი მარტივია, ჩხუბისას, განმა ინგლისელ ჩემპიონს თვალი დაუზიანა, რის გამოც ამ უკანასკნელის მხედველობა მინიმუმამდე დაეცა და ჩხუბის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მიზეზი მარტივია ასპინალის გულშემატკივართათვის, თორემ თავად განისთვის ნამდვილად გაუგებარია, რაზეც მისი კომენტარიც კარგად მეტყველებს.

სირილ განი

არ ვამბობ, რომ კარგი ფაქტი მოხდა, მაგრამ მსგავსი რაღაცები MMA-ს თითქმის ყველა ტურნირზე ფიქსირდება. ასპინალს მივმართავ, ეს შერეული ორთაბრძოლებია მეგობარო და მსგავსი იოლი დაზიანების გამო, ამხელა ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამის გამო თავად ინანებს, თორემ მე არაფერი დამაკლდება, რადგან როგორც ყველამ კარგად იცის, რამდენიმე კვირაში თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაში უნდა მივიღო მონაწილეობა.

როგორც თავად აღნიშნა, სირილ განი 14 ივნისს, UFC Freedom-ზე ვაშინგტონში იჩხუბებს და მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის მისი მეტოქე ალექს პერეირა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ასპინალთან ჩაშლილ ბრძოლამდე, ფრანგ მებრძოლს მიყოლებით სერგეი სპივაკი და ალექსანდრ ვოლკოვი ჰყავდა დამარცხებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს მიიღებს ილია თოფურია - UFC Freedom-ის საპრიზო ფონდი ცნობილია
რამდენს მიიღებს ილია თოფურია - UFC Freedom-ის საპრიზო ფონდი ცნობილია