ჯონ ჯონსს კრივის ორთაბრძოლაში გამოსვლა სურს
UFC-ის ქვემძიმე და მძიმე წონითი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართულ MVP -ის ტურნირს ესწრებოდა, განაცხადა, რომ ახალი ლიგის შოუმ UFC-ს გადააჭარბა.
ამავდროულად, მებრძოლმა კრივის კარიერის დაწყების სურვილსა და მოქმედი კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტაზეც ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ MVP-ის შოუ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ის UFC-ზე უკეთესიც კი აღმოჩნდა. არასოდეს ვყოფილვარ ტურნირზე, სადაც ყველგან კვამლის აპარატები და ეკრანებია, პლუს ამას — შესანიშნავი მებრძოლები. მაყურებლის ნახევარი ნეიტ დიასის გამარჯვების სანახავად მოვიდა, თუმცა ორივე ბიჭი ჩემი ახლო მეგობარია, ამიტომ ორაზროვანი შეგრძნება მქონდა“ - თქვა „ბოუნსმა“.
ამასთანავე, ჯონსმა დაადასტურა, რომ UFC-დან წასვლას და ხელშეკრულების დასრულებას სავსებით რეალისტურად მიიჩნევს:
„ძალიან სავარაუდოა, რომ UFC-სთან კონტრაქტიდან გამოვიდე. ვფიქრობ, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება სრულიად რეალურია. უბრალოდ საჭიროა სწორი ადამიანების პოვნა, სწორი არხების გავლა, ამ საკითხში გარკვევა და მეტი ძალისხმევის გაღება“, - თქვა ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონმა კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.
გეტყვით ასევე, რომ ჯონმა გასული წლის ივნისში კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი, ბრიტანელი ტომ ასპინალი გახდა.