„მამაჩემი მოხუცის მომვლელად მუშაობდა“ - ლაუტარომ წარსული გაიხსენა
არამხოლოდ „ინტერში“, არამედ მთლიანად იტალიურ ფეხბურთში სერია A-ს უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა ლაუტარო მარტინესია. არგენტინელმა ფორვარდმა ნერიაძურის ქომაგებს სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობით თავი შეაყვარა და კლუბის კაპიტნის სტატუსსაც სრულიად დამსახურებულად ატარებს. ლაუტაროს ბევრი სხვა ფეხბურთელის მსგავსად, დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია და ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში საკმაოდ მძიმე წარსული დეტალურად გაიხსენა.
ლაუტარო მარტინესი
მამაჩემი ფეხბურთელი იყო და როდესაც პროფესიულ დონეზე ასპარეზობა დაიწყო, იტალიის სერია B-ს ერთ-ერთ კლუბში ჩაირიცხა. ფეხბურთის გამო მან ბაია-ბლანკას საზღვაო ბაზაზე ავიამექანიკოსის თანამდებობა დატოვა, თუმცა ცოტა ხანში ნამდვილი იმედგაცრუება მიიღო. იმის გამო, რომ მისი გუნდი სერია C-ში დაქვეითდა და ოჯახის სარჩენად ფული არ ჰყოფნიდა, პარალელურად მოხუცის მოვლა დაიწყო, დედაჩემი კი ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში დიასახლისად მუშაობდა, რათა მე და ჩემს ორ დედმამიშვილს საჭმლის ფული გვქონოდა. მახსოვს, ქირის ფული არ გვქონდა და სამი წლის განმავლობაში მეგობრის სახლში ვცხოვრობდით.
ცნობისათვის, ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ამ ხნის განმავლობაში ნერიაძურის რიგებში სამჯერ სკუდეტო, სამჯერ კოპა იტალია და სამჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო.