ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ქაოსი უნდა შექმნას“ | დასტინ პორიემ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ბრილიანტს“ მიაჩნია, რომ მის თანამემამულეს რთული ორთაბრძოლა ელოდება და „ელ მატადორი“ სტილისტურად მისთვის ცუდი მეტოქეა.

„გეიჯის ძალიან რთული ჩხუბი ექნება. მის წაგებას არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვფიქრობ, სტილისტურად ილია მისთვის რთული მეტოქეა. ილია თავს კარგად იცავს და ტექნიკურად სუფთა კომბინაციები აქვს. გეიჯიმაც თქვა და მეც იმავე აზრზე ვარ — უშეცდომო უნდა იყოს და იდეალურად იბრძოლოს.

თოფურია ძალიან სახიფათოა. თუ ჯასტინი ფეხით დარტყმების (ლეგ-კიკები) გამოყენებას გადაწყვეტს, ისინი უნდა მოამზადოს. არ უნდა გაიმეოროს ისეთი ფეხით დარტყმები, როგორიც პიმბლეტთან ჰქონდა. ხელებით კომბინაცია უნდა განახორციელოს, რომელსაც ფეხის დარტყმით დაასრულებს. ილია ზედმეტად ბასრი მებრძოლია, რათა მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ფეხით დარტყმით შემოიფარგლო. ასე თუ გააკეთე, ის კონტრშეტევაზე აუცილებლად მოგარტყამს.

არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გეიჯიც ფიქრობდეს, რომ ოქტაგონში ქაოსი უნდა შექმნას, რათა ნოკაუტი იპოვოს. არ მგონია, ილიას დგომში და კრივში აჯობოს. ქაოსი სჭირდება. არ ვამბობ, რომ ეს გარანტირებულად გამარჯვებაში დაეხმარება, მაგრამ საუკეთესო შანსი სწორედ ამ ვითარებაში აქვს“.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“ უმასპინძლებს და მას თბილისის დროით, 15 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი
„ანალიტიკოსს სულ ვთხოვ კვარას ვიდეოები გამომიგზავნოს“ | ჯონათან როუს კომენტარი