„ჩემპიონი გავხდები და შემდეგ თუ უნდა მეჩხუბოს“ | პრატესმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კარლოს პრატესმა არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა. პრატესმა ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და ჰელვანის საკუთარი გეგმები გაუზიარა.
„საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას ვაპირებ და შემდეგ შეიძლება, ილია თოფურიას ვკითხო, უნდა თუ არა ქვესაშუალო წონაში ამოსვლა. თუ ეს სურვილი ექნება, არანაირი პრობლემა არაა, მოდი, გავაკეთოთ. მოდი, ვიცეკვოთ.
არის თუ არა ეს ჩემი ერთ-ერთი საოცნებო ბრძოლა? კი, ნამდვილად ასეა. ეს სუპერ ორთაბრძოლა იქნება, რომელიც დიდ ფულს მოიტანს.“
ცნობისთვის, პრატესს კარიერაში 31 ორთაბრძოლა აქვს გამართული და 24-ჯერ გაიმარჯვა. UFC-ში მას მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და 2025 წელს, იან მაჩადო გარისთან წააგო. პრატესს საჩემპიონო ჩხუბის მიღება სურს და აცხადებს, რომ ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე გარი იქნება, გამარჯვებულს კი თავად შეხვდება.