გავი, ფედე ვალვერდე, ორელიენ ჩუამენი
Aa
Aa

გავი: თუ, მათ მართლაც იჩხუბეს, მაშინ ჩუამენის კლასიკოში თამაში შეცდომა იყო

„ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი მიიჩნევს, რომ „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას, ფედერიკო ვალვერდესთან ჩხუბის შემდეგ ორელიენ ჩუამენი „ელ კლასიკოში“ არ უნდა ეთამაშებინა.

როგორც მოგეხსენებათ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 7 მაისს „რეალის“ ფეხბურთელებმა ვარჯიშის დროს იჩხუბეს, რის შედეგადაც ვალვერდე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ნაკერების დადება დასჭირდა. კლუბმა ორივე მოთამაშე 500 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ჩხუბის შედეგად მიღებული ქალა-ტვინის ტრავმის გამო ვალვერდემ კლასიკო (0:2) გამოტოვა. ჩუამენი კი „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში „ბარსელონამ“ ლა ლიგის ჩემპიონობა გაიფორმა.

„ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, ვარჯიშებზე თანაგუნდელებთან კონფლიქტები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება - ეს კონკურენციაა და გარკვეულწილად, კარგიც არის. მაგრამ თუ საქმე ჩხუბამდე მიდის, მაშინ მწვრთნელმა ეს მოთამაშეები მოედანზე არ უნდა გაიყვანოს.

თუ მათ მართლა იჩხუბეს, მაშინ, ჩემი აზრით, განაცხადში ჩუამენის შეყვანა და მოედანზე მისი გაყვანა შეცდომა იყო. თუმცა, არ ვიცი, სინამდვილეში ყველაფერი როგორ მოხდა“,

- განაცხადა გავიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები