გიორგი არაბიძე, ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

ანდრიჩის სუპერმატჩი - ბართიშვილის სადებიუტო გოლი

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-14 ტური დღეს სამი მატჩით გაიხსნა. ყველაზე საინტერესოდ მოვლენები წესით და რიგით გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა განვითარებულიყო, სადაც „დილა“ – „დინამო თბილისის“ შეხვედრას სერიოზული აფიშა ჰქონდა. ლევან კორღალიძე გორის კლუბის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ საშინაო თამაშს ატარებდა და პირველი გამარჯვების დიდი სურვილი ჰქონდა, ხოლო თბილისელთა დამრიგებელი თემურ ქეცბაია „დინამოში“ მისვლის შემდეგ წაუგებელი სერიის ექვს მატჩამდე გაზრდას გეგმავდა. საბოლოოდ მიზანს ამ უკანასკნელმა მიაღწია, კიდევ ერთხელ არ დამარცხდა და მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა.

კომნენ ანდრიჩის ბენეფისად იქცა წყალტუბოში გამართული „მეშახტე“ – „ტორპედოს“ შეხვედრა, სადაც ქუთაისელებმა 4:1 გაიმარჯვეს. 30 წლის სერბმა ფორვარდმა კი, გარდა იმისა რომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ტყიბულელთა კარში მეოთხე გოლი გიორგი არაბიძემ სწორედ მისი აქტიურობის შედეგად გაიტანა. რაც შეეხება „მეშახტეს“, ამ გუნდის რიგებში ერთადერთი და ამავდროულად სადებიუტო ბურთი ლადო ჩიხრაძის ანგარიშზეა.

„იბერიას“ ერთ-ერთი საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე გულშემატკივრების შესვლის გამო, „მიხეილ მესხის“ სტადიონის საფარი დაზიანდა, რის გამოც „გაგრას“ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად „დინამო არენაზე“ უმასპინძლა. სწორედ ეს სტადიონი დაამახსოვრდება 16 წლის უნიჭიერეს ფეხბურთელს ანდრია ბართიშვილს ცხოვრების ბოლომდე, რადგან მან Crystalbet ეროვნულ ლიგაში სადებიუტო ბურთი სწორედ დღეს გაიტანა და სწორედ მისი ერთადერთი გოლით დაამარცხა „იბერიამ“ „გაგრა“ 1:0.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ გაიმართება. „სპაერი“ – „დინამო ბათუმი“ 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო „რუსთავი“ – „სამგურალი“ სტარტს 21:00 საათიდან აიღებს. აქვე გეტყვით, რომ უკვე მომდევნო ტურში, კვირას, ყველაზე პრინციპული მეტოქეების ჯახი გაიმართება - 24 მაისს, „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა
თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა