სირილ განი, ჩეილ სონენი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ჩემპიონმა ცალი თვალითაც უნდა იჩხუბოს“ - ასპინალი-განის ბრძოლის გამოხმაურება

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართული UFC 321-ის ღონისძიებამ შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ბოლომდე კმაყოფილი ვერ დატოვა. მიზეზი მარტივია - მთავარი დაპირისპირება, რომელიც მძიმე წონით დივიზიონში ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის გაიმართა, ბათილად გამოცხადდა. მიზეზი ის გახლავთ, რომ განმა ასპინალს თვალი დაუზიანა, რის გამოც შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ყველაფრის ფონზე ბრიტანელი ჩემპიონი ქომაგების მხრიდან ობსტრუქციის მსხვერპლი გახდა, რაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვერ გავიგე, რით ხართ უკმაყოფილო? მან თითით თვალი დამიზიანა და ამ ყველაფრის ფონზე ჩემგან რას ელოდით? თქვენგან სტვენა არ დამიმსახურებია“.

ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ პირველ რაუნდში განმა ასპინალს აჯობა, რის გამოც ფრანგი მებრძოლი მედიის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში მოექცა და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ბრძოლა ძალიან კარგად დავიწყე. ტომის სტრატეგიის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცის, ის თავიდანვე აგრესიულად მოდის, თუმცა მე ბრიტანელის თეიქდაუნებისგან თავის დაცვა მოვახერხე, აქეთ შევუტიე და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. წარმოუდგენლად კარგი პირველი რაუნდი მქონდა, რის გამოც მომხდარი გაუთვალისწინებელი ფაქტის გამო, გული ორმაგად მწყდება.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი განზრახ არ გამიკეთებია - სპორტია და ყველაფერი ხდება. მსგავსი შემთხვევა მეც მქონია - დერეკ ლუისთან შეხვედრაში თვალი დამიზიანდა და მთელი რაუნდის განმავლობაში მეტოქე ორად მეჩვენებოდა“.

ცნობისათვის, ასპინალი-განის დაუმთავრებელ ჩხუბზე კომენტარი ჩეილ სონენმაც გააკეთა, რომელმაც ბრიტანელი ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როდესაც მძიმე წონითი დივიზიონის მსოფლიოს ჩემპიონი ხარ, შენთვის ცალი თვალით ჩხუბი ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თებერვალში ტიტულისთვის“ - უმარმა გეგმები დააწყო
„თებერვალში ტიტულისთვის“ - უმარმა გეგმები დააწყო