სირილ განი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

დერნი UFC-ის ჩემპიონია | ასპინალი-განის ბრძოლა ბათილად გამოცხადდა

აბუ-დაბიში გამართული UFC 321-ის შედეგად პრომოუშენს ახალი ჩემპიონი ჰყავს. ქალთა მინიმალური წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელმა მაკენზი დერნმა თანამემამულე ვირნა ჟანდირობა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ამ წონის ექსჩემპიონი, ჩინელი ვეილი ჟანგი, რომელმაც ქამარი დათმო და უმსუბუქეს წონაში გადაინაცვლა, სატიტულო ბრძოლაში 16 ნოემბერს ვალენტინა შევჩენკოს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ღონისძიების მთავარ მოვლენას, მძიმე წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბს მოქმედ ჩემპიონ ტომ ასპინალსა და ფრანგ სირილ განს შორის, პირველ რაუნდში მიღებული ტრავმის გამო ასპინალმა ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო და მსაჯთა გადაწყვეტილებით, ბრძოლა ბათილად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: ჩემი ნება რომ იყოს, პედისთან ბრძოლა უფრო მსურს
თოფურია: ჩემი ნება რომ იყოს, პედისთან ბრძოლა უფრო მსურს