„მერაბი, იანი თუ სხვა, სულ ერთია, მაინც ჩემპიონი ვიქნები“ - უმარი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა UFC 321-ზე ამავე წონის მე-9 ნომერი, მარიო ბაუტისტა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბრძოლის შემდეგ საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ბრძოლის წინ მარიო სათანადოდ არ შევაფასე. ის ძლიერი მებრძოლია, რომელიც პარტერში თავს კარგად იცავს. მართალი გითხრათ, ჯერჯერობით მოყვარულის დონეზე ვარ. ხაბიბს მადარებენ, ვცდილობ, მას დავემსგავსო, მაგრამ ჯერ არ გამომდის. მიუხედავად ამისა, გამარჯვება გამარჯვებაა და მადლობას ვუხდი მწვრთნელებს.
მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი? დამიჯერეთ, ასჯერ უფრო მომზადებული ვიქნები, ვიდრე დღეს. ამ ქამრისთვის დავბრუნდები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს, პიოტრი, მერაბი თუ ვინმე სხვა - მე ჩემპიონი გავხდები“.
ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 1 მარცხი აქვს - ერთადერთი, ვინც მისი დამარცხება შეძლო, მერაბ დვალიშვილია.
აქვე გეტყვით, რომ „მანქანა“ მიმდინარე წელს მეოთხე სატიტულო ბრძოლას დეკემბერში, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.