მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარი ხაბიბი არ არის“ - ბაუტისტამ დვალიშვილი ახსენა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში დღეს UFC 321-ის ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენა ტომ ასპინალისა და სირილ განის დაპირისპირებაა, თუმცა გულშემატკივრებს შორის არანაკლები ინტერესით სარგებლობს ჩხუბი, რომელიც უმარ ნურმაგომედოვსა და მარიო ბაუტისტას შორის უნდა ჩატარდეს. დაღესტნელ მებრძოლთან შეხვედრის წინ, ამერიკელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც ახსენა.

მარიო ბაუტისტა

ჩემი მომავალი მეტოქე ცოტა ხნის წინ სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს ეჩხუბა და მერაბ დვალიშვილმა ყველას დაანახა, რომ უმარი ნურმაგომედოვია, მაგრამ ხაბიბი არ არის და მისი დამარცხება სრულიად შესაძლებელია. არ ვამბობ, რომ ცუდი მებრძოლია, პირიქით, ძალიან კარგი სპორტსმენია, რომელიც მომავალში ჩემპიონი გახდება. უბრალოდ, მერაბმა გვაჩვენა უმარის სუსტი წერტილები და დაღესტნელის ძლევა ჩემთვის ტიტულისთვის მისასვლელი ყველაზე მოკლე გზაა“.

ცნობისათვის, მარიო ბაუტისტას UFC-ში 2022 წლის 19 თებერვლიდან მოყოლებული შვიდბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს - ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში ამერიკელმა ჯეი პერინს, ბრაიან კელეჰერს, ბენიტო ლოპესს, გვიდო კანეტის, რიკი სიმონს, ჟოზე ალდოსა და პაჩი მიქსს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2026-ში ჩემპიონი უნდა გავხდე და 2029-მდე ქამარი დავიცვა“ - უმარის გეგმები
„2026-ში ჩემპიონი უნდა გავხდე და 2029-მდე ქამარი დავიცვა“ - უმარის გეგმები