მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

„ჩვენი ურთიერთობა კარგად არ დაწყებულა“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა TNT Sports-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უაითმა „მანქანის“ მენტალიტეტი შეაქო და განაცხადა, რომ მის მიღწევებს პატივი უნდა ვცეთ.

„მერაბის დამოკიდებულება მომწონს. მისი და ჩემი ურთიერთობა რთულად დაიწყო, თუმცა პატივი უნდა ვცეთ ადამიანს, რომელმაც ის გააკეთა, რაც დვალიშვილმა. მას სურს ჩხუბის გაგრძელება, რეკორდის დამხობა და მებრძოლად ქცევა, რომელმაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ტიტული ამდენჯერ დაიცვა.

მიყვარს მებრძოლები, რომლებიც ყოველთვის ჩხუბის სურვილით არიან მოტივირებულნი. ასეთი დამოკიდებულება გეხმარება, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვო და გულშემატკივრებმა ხშირად გიყურონ. როცა ჩხუბზე უარს არ ამბობ, შენი ნახვა სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 323-ზე გამართავს, სადაც მისი და პიოტრ იანის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. თანამთავარ მოვლენაში ერთმანეთს ალეშანდრე პანტოჟა და ჯოშუა ვანი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სეზონი ალბათ ბოლო იქნება თუ ვიტესს არ დავჭირდი“ | გურამ კაშია
„ეს სეზონი ალბათ ბოლო იქნება თუ ვიტესს არ დავჭირდი“ | გურამ კაშია