გურამ კაშია
Aa
Aa

„ეს სეზონი ალბათ ბოლო იქნება თუ ვიტესს არ დავჭირდი“ | გურამ კაშია

გურამ კაშიას „სლოვანი“ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში „ალკმაარს“ დაუპირისპირდება. Ziggo Sport-მა მომენტით ისარგებლა და ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა. კაშიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას განიხილავს.

„ზურგი ძალიან მტკივა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემს ორგანიზმს ასაკი ემატება, მაგრამ მგონია, რომ ავზში კიდევ რამდენიმე ლიტრი საწვავი დამრჩა. სლოვანთან ერთად ოთხი ჩემპიონობა უკვე ვიზეიმეთ. იმედია, მეხუთესაც მოვიგებთ და სავარაუდოდ, ეს სეზონი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება.

თუ ვიტესს დავჭირდები, კიდევ ერთი სეზონი ვითამაშებ. სხვა შემთხვევაში, კარიერას დავასრულებ. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. იმედია, ერთ დღეს ვიტესში, როგორც ფეხბურთელი ისე დავბრუნდები. თუ ეს არ მოხდა, მზად ვარ, ვიტესის სტადიონის ბალახის მომვლელადაც ვიმუშაო.“

ცნობისთვის, კაშია „ვიტესის“ ღირსებას 2010 წლიდან 2018-მდე იცავდა და არნემელთა რიგებში 250 მატჩი ჩაატარა. „ვიტესიდან“ გურამმა „სან ხოსეს“ მიაშურა, შემდეგ კი „სლოვანში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი | ტორონტომ ატლანტა დაამარცხა
მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი | ტორონტომ ატლანტა დაამარცხა