ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი | ტორონტომ ატლანტა დაამარცხა

დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო NBA-ის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ - კანადელებმა სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ მოუგეს 138:118.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:09 წუთი გაატარა და 7 ქულას, 4 მოხსნას (ოთხივე დაცვაში), 3 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას დასჯერდა. სანდრომ ორქულიანები 50%-იანი სიზუსტით ისროლა (6-დან 3) და ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო.

მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები

 

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ტორონტოს“ ფორვარდი, არ ჯეი ბარეტი გახდა - 25 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა. სკოტ ბარნსმა 22 ქულას, 6 მოხსნა, 9 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიუმატა. რაც შეეხება „ატლანტას“, ჯეილენ ჯონსონმა და ტრეი იანგმა 22-22 ქულა ჩააგდეს.

მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 25 ოქტომბერს გამართავს. „ტორონტო“ სანდროს ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    NBA მაგარი თამაშით დაბრუნდა | ორი ოვერტაიმი და ოკლაჰომას გამარჯვება
    NBA მაგარი თამაშით დაბრუნდა | ორი ოვერტაიმი და ოკლაჰომას გამარჯვება