ბითაძის 8 ქულა | ორლანდომ სეზონი მაიამისთან მოგებით დაიწყო
NBA-ის ახალი გათამაშების პირველ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და 125:121 გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი სათადარიგო იყო და პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა. გოგას მონაგარი 8 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში, 5 დაცვაში), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ბითაძემ 1 სამქულიანი ისროლა (არაზუსტად) და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. ასევე, გოგამ ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
გოგა ბითაძის საუკეთესო მომენტები
„ორლანდოს“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო პაოლო ბანჩერო – 24 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. ფრანც ვაგნერმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, დესმონდ ბეინმა – 23 ქულა. „მაიამის“ მხრიდან გამორჩეული იყო ნორმან პაუელი – 28 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
მომდევნო მატჩს „მეჯიქი“ 25 ოქტომბერს შინ, „ატლანტას“ წინააღმდეგ გამართავს.