ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„პრობლემები უფრო მოაქვთ, ვიდრე სარგებელი“ - კანისარესი ვინისიუსსა და იამალზე

„რეალი“ – „ბარსელონას“ (2:1) დაძაბული და საინტერესო მოვლენებით აღსავსე თამაშის დასრულების შემდეგ, უშუალოდ მატჩის მონაწილეების გარდა, შეფასებებს ვეტერანი ფეხბურთელებიც აკეთებენ და ბუნებრივია, ყველას ინდივიდუალური მოსაზრება აქვს. ერთ-ერთმა ესპანურმა გამოცემამ ინტერვიუ „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარესთან სანტიაგო კანისარესთან ჩაწერა, რომელიც როგორც ლამინ იამალის, ასევე ვინისიუს ჟუნიორის გაკრიტიკებას არ მოერიდა.

რას ამბობს კანისარესი

ვინისიუსმა არც ის იცის როგორ მოიგოს და არც ის, როგორ წააგოს. ასე რომ, „ბარსელონას“ სათადარიგო სკამიდან მის მიმართ წამოსული აღშფოთება სრულიად ნორმალურია. როგორც იამალს, ასევე ჟუნიორს ვურჩევდი უფრო მოკრძალებულები იყვნენ, ვიდრე ამპარტავნები, რადგან ჯერჯერობით მათ თავისი კლუბებისთვის უფრო მეტი პრობლემები მოაქვთ, ვიდრე სარგებელი.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკოს“ დამთავრების შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი, რომელიც იამალის მიმართ პრეტენზიებს ღიად გამოთქვამდა, სწორედ ვინისიუსი იყო, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაცები ბიჭების წინააღმდეგ“ | ვენგერმა ელ კლასიკოზე ისაუბრა
„კაცები ბიჭების წინააღმდეგ“ | ვენგერმა ელ კლასიკოზე ისაუბრა