ჯობ ბელინგემი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი ჯობ ბელინგემის იჯარას განიხილავს

მანჩესტერ იუნაიტედი“ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯობ ბელინგემის იჯარით დამატების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ Express-ი იუწყება.

20 წლის ინგლისელი გერმანიაში „სანდერლენდიდან“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და ახალ კლუბში ადაპტაციასთან სირთულეებს წააწყდა.

გერმანული გრანდის შემადგენლობაში, მან ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ძირითადში და არ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში „კიოლნის“ წინააღმდეგ ბოლო თამაშში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი იმედგაცრუება.

სიტუაციას ასევე ართულებს დაძაბული ურთიერთობა ფეხბურთელის მამას, მარკ ბელინგემსა და „დორტმუნდის“ სპორტულ დირექტორს, სებასტიან კელს შორის.

კონფლიქტი მათ შორის სეზონის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც უფროსი ბელინგემი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი შვილი ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩის დროს შეცვალეს.

როგორ გამოცემა წერს, სწორედ ამით სურს „მანჩესტერს“ ისარგებლოს, თუმცა, აღინიშნება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯობმა „წითელი ეშმაკების“ შეთავაზება მიიღოს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.

შეგახსენებთ, რომ ჯობის უფროსი ძმა, ჯუდი მადრიდის „რეალში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ გადავიდა. გერმანულ კლუბში ბელინგემმა 3 წელიწადში 132 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მედიის შეფასება: “მამარდაშვილის თავდაჯერება აშკარად იზრდება“
მედიის შეფასება: “მამარდაშვილის თავდაჯერება აშკარად იზრდება“