ჯობ ბელინგემი
Aa
Aa

ემოციური საუბარი ჰქონდათ | ბელინგემის მშობლებს გასახდელში შესვლა აუკრძალეს

გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში „დორტმუნდი“ „სანკტ-პაულს“ დაუპირისპირდა. „შავ-ყვითლებს“ კომფორტული უპირატესობა ჰქონდათ და 85-ე წუთზე 3:1-ს იგებდნენ, თუმცა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მატჩის შემდეგ ჯობ ბელინგემის მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ბელინგემი შესვენებაზე შეცვალეს და BILD-ის მიხედვით, მარკი და დენისი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში კლუბის ხელმძღვანელებს დაელოდნენ.

Sky Sports Germany-ის ცნობით, ბელინგემის მშობლებს „დორტმუნდის“ სპორტულ დირექტორთან, სებასტიან კელთან ემოციური საუბარი ჰქონდათ. ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმ ფაქტით, რომ ბელინგემს მეტი სათამაშო დრო არ მიეცა. მის მამას, მარკს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ნიკო კოვაჩთან შეხვედრაც სურდა, რათა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.

როგორც ირკვევა, მომხდარის შემდეგ, „დორტმუნდმა“ ზომების მიღება გადაწყვიტა. კლუბმა ფეხბურთელების ოჯახის წევრებს გასახდელში ყოფნა აუკრძალა და მათ არც გვირაბში შესვლის უფლება ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილიაზე ისაუბრა
„ცარუკიანთან შანსი არ აქვს“ | ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილიაზე ისაუბრა